10:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:09:56, 671 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის  გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი  გრიგოლ ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ხონის  მუნიციპალიტეტის  სოფლებში  გამართა.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, კანდიდატმა ქუტირის, გვაზაურის, გოჩა ჯიხაიშისა და პატარა ჯიხაიშის  მოსახლეობასთან "ქართული ოცნების" უკვე შესრულებულ  პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე  ისაუბრა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა  პასუხი იმ კითხვებზეც მიიღეს, რომელიც  მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

მოსახლეობამ  განსაკუთრებული  ყურადღება ხვნა-თესვის პროგრამაზე  გაამახვილა, მათი  სურვილია სახელმწიფომ პროექტი არ შეაჩეროს და  აღნიშნული  სერვისით  მომავალშიც ისარგებლონ.

„ოთხი წლის  მანძილზე  ქართული ოცნების  ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი პროექტი  განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე  იყო  ორიენტირებული: სასოფლო სამეურნეო  პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო  სახელმძღვანელოები, ეს  ის პროგრამებია, რომელიც  სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ  ქვეყანაში  სოფლის  მეურნეობის განვითარებას  რაც თავისთავად ქვეყნის  ეკონომიკას გააძლიერებს,  ყველა პროექტი  რომელიც  ხალხის  სასიკეთოდაა შექმნილი  გაგრძელდება და კიდევ უფრო  დაიხვეწება", - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატმა  გრიგოლ ლილუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics