|
2016-08-25 21:26:59, 889 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ზურაბ პატარაძემ ფიჭვნარში 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ქობულეთის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ბაღი მოსახლების მოთხოვნით შენდება და ამ ეტაპისთვის შიდა სარემონტო და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 788 888 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე ბაღი აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. „ძალიან კარგი სტატისტიკა გვაქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დღევანდელი მდგომარეობით აქ 20 საბავშვო ბაღი ფინციონირებს და 2 140 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვი უახლოეს მომავალში ახალი საბავშვო ბაღების გახსნასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. წლის ბოლომდე ქობულეთში 4 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება, რაც დამატებით 500-მდე აღსაზრდელს და 90-მდე დასაქმებულს ნიშნავს" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ფიჭვნარის საბავშვო ბაღის შემდეგ მთავრობის თავმდჯომარემ ქალაქ ქობულეთში ე.წ ,,მტს" დასახლებისა და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემების მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არსებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 799 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „მეოხი" აწარმოებს. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების მიმართულებით არსებული მდგომარეობით და სოფელ ბობოყვათში მიმდინარე პროექტს გაეცნო. ამ ეტაპისთვის სოფელ ბობოყვათში 11 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გაყვანილია, სამუშაოები სულ 37,3 კილომეტრზე უნდა განხორციელდეს, რაც 585 ოჯახისათვის გაზის მიწოდებას საბოლოოდ უზრუნველყოფს. რაც შეეხება კომპანია „სოკარის" მიერ ქობულეთში დაგეგმილ სხვა პროექტებს, წლის ბოლომდე გაზიფიცირება განხორციელდება 6 სოფელში (სოფ. ქვედა სამება, სოფ. ბობოყვათი, სოფ. ქვედა დაგვა, სოფ. ხუცუბანი, სოფ. ნაკაიძეები და სოფ. დაგვა). მთლიანობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში შენდება 191 კილომეტრიანი გაზის ქსელი, რაც მოიცავს 2848 ოჯახს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)