09:49 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 15:26:21, 708 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მხეიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

პაატა მხეიძე დღეს საკუთარ ელექტორატს, რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს, რუსთავის პარკში შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

პაატა მხეიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ეროვნული ბრძოლა ტოტალური უსამართლობიდან გასათავისუფლებლად.

„სწორედ თქვენ დააყენეთ თქვენი ოჯახები უდიდესი საფრთხის ქვეშ მაშინ, როდესაც შეხვედით უთანასწორო ბრძოლაში ძალადობასა და ადამიანთა სისხლზე აშენებულ რეჟიმთან. თქვენ იცავდით და იცავთ "ქართული ოცნების" ხმებს და ეს პრინციპულობა დღესაც და მომავალშიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას" -განაცხადა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ.

პაატა მხეიძესთან ერთად რუსთავის პარკში ასევე იმყოფებოდა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics