|
2016-08-23 16:28:30, 679 ნახვა
საზოგადოება
გორში წელს 305 საგზაო ნიშანი დამონტაჟდება
სადგურისა და კომბინატის დასახლებაში, სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, 26 მაისის სანაპიროზე, სუხიშვილის, ფარნავაზის, თბილისის, ნინოშვილის, სამეფოს, გურამიშვილის, ამილახვრის, ვაჩნაძის, გოგებაშვილის, შარტავას, ეკ. ჯუღაშვილის, კახნიაშვილის, ჭანტურიას, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის ქუჩებსა და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზაჯვარედინი“ 305 საგზაო ნიშნის სამონტაჟო სამუშაოებს სამიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე დაასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 44 997 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ მომზადდა გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც დაამტკიცა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (2016 წლის 6 მაისის №94 განკარგულება; 2016 წლის 3 ივნისის №108 განკარგულება; 2016 წლის 1 ივლისის №131 განკარგულება).
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)