14:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 13:38:32, 1815 ნახვა

მსოფლიო
რუს სამხედროს შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს, რომელსაც სომხეთის ქალაქ გიუმრიში შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობა ედება ბრალად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მედიის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, გიუმრიში დისლოცირებული რუსული ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების განცხადებით, სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის რიგითმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 2015 წლის 12 იანვრის, გამთენიისას თვითნებურად დატოვა სამსახური, წავიდა ქალაქში, სადაც ერთ-ერთ სახლში ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი მოკლა. მსხვერპლთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა.

ცნობისთვის, 2015 წლის 2 აგვისტოს გიუმრიში ვალერი პერმიაკოვს დეზერტირობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics