|
2016-08-20 17:25:52, 770 ნახვა
პოლიტიკა
გოდერძი ბუკიამ მაჟორიტარ კანდიდატობაზე უარი თქვა
ხობში „ქართული ოცნების“ მიერ წარადგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ საარჩევნო ოლქში თავის კანდიდატურა მოხსნა, - ამის შესახებ ბუკია სოციალურ ქსელში წერს იგი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის 64-ე საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრაზე უარს ამბობს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ნიშანდობლივია საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წინსვლისა და ეკონომიკური აღმავლობის ზრდის თვალსაზრისით. განსაკუთრებული მადლიერების გრძნობას განვიცდი ჩემი მრავალწლიანი, ერთგული ამომრჩევლებისადმი. თქვენდამი, ჩემო ხობელებო! ახლაც, წარდგენიდან დღემდე ჩატარებული შეხვედრებისას, კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატეთ ჩემდამი ნდობა. მსგავსი განწყობა ვიგრძენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ 7 სოფლის წამომადგენლებისგან, რომლებიც 64-ე ოლქში არიან გაერთიანებულნი. მიუხედავად ამისა, ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან ჩემი კანდიდატურა მოვხსნა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ; ეს არ ნიშნავს რომ, ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის. გამოვალ რა პოლიტიკოსის სტატუსის კანონისმიერი ნორმებიდან, დავუბრუნდები პირვანდელ საქმიანობას - ბიზნესს. აღვადგენ ძველს და შევქმნი ახალ ბიზნესურთიერთობებს. სახელისუფლებო ორგანოებთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, გაცილებით ენერგიულად და შეზღუდვებისგან თავისუფალი, შევეცდები მეტი მონდომებით ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. საამისოდ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე ამოქმედებული და სამომავლოდ გაცხადებული პროგრამები აქტიური საქმიანობის საუკეთესო პირობებს ქმნის. უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში, ჩემი ინიციატივით ხორციელდება. პარტიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა ჩემი ეს გადაწყვეტილება. დამარწმუნეს, რომ ამით პარტიისთვის არავითარ უხერხულობას არ ვქმნი. მჯერა „ქართული ოცნება“ ღირსეულ, ახალგაზრდა კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც მთელი ჩემი ადამიანური რესურსებით და პიროვნული შესაძლებლობებით, მაქსიმალური ძალისხმევით გვერდით დავუდგები. ძვირფასო ამომრჩევლებო ! ვიმედოვნებ, ახალ კანდიდატს თქვენთვის საკადრისი მხარდაჭერით ავირჩევთ 64-ე საარჩევნო უბნიდან საქართველოს პარლამენტში, როგორც მმართველი პარტიის საუკეთესო წარმომადგენელს“, - წერს გოდერძი ბუკია სოციალურ ქსელში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)