22:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 11:36:44, 965 ნახვა

რეგიონი
აჭარას ახალი ტურისტული ადგილი შეემატა

აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი შეემატა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,   ობიექტზე, რომელიც ქობულეთში ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო.

მათივე ცნობით, ღვინის სახლის სერვისებში შედის ტური ღვინის სახლი გვერდით მდებარე ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია და  შეძენა.

ღვინის სახლის სერვისებისა გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების წარმომადგენლებისთვის ტურისტულ ობიექტზე ინფოტური მოეწყო.

შეხვედრისას ტუროპერატორებს ღვინის სახლის ხელმძღვანელობამ ორმხრივი თანამშრომლობის პირობებისა და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული.  იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი.

სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება-შეძენა შეუძლიათ.  ობიექტზე სამომავლოდ სხვადასხვა სახლის ფესტივალების გამართვა იგეგმება, რომელიც სტიმულირებას მისცემს აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics