|
2016-08-18 18:35:41, 1224 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პარტიები გაერთიანდნენ
"სახელმწიფო ხალხისთვის" და საარჩევნო ბლოკი - ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი გაერთიანდნენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. გაერთიანებას ერქმევა პლატფორმა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის". "მე დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ყოფილ კოლეგებს, ახლა კი თანაგუნდელებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენს გუნდზე მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა და დღესაც არის ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხი ჩვენზე. დღეიდან, ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, ეს გმირობის ტოლფასია. ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებს მთელი საქართველო, უფრო სწორად 80%-ზე მეტი საქართველო, ვისაც უჭირს და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ, საგრძნობლად უკეთესობისკენ და არა 4 წლის მერე, არამედ პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას. ცოტა დრო დარჩა მოთმინებისთვის, მე მინდა კიდევ გამოვაცხადო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს, რომლებიც თქვენ კარგად იცით - ეს არის პროდასავლური, ნატოში გაწევრიანება. ჩვენი ხედვები არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სამართლიანი საქართველო. ცოტა დრო დარჩა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება" - განაცხადა ბურჭულაძემ. გირჩმა, ახალმა საქართველომ და ახალმა მემარჯვენეებმა თანამშრომლობა პაატა ბურჭულაძეს გუშინ შესთავაზეს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)