04:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 15:17:27, 1711 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მჯერა, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვებთ სხვადასხვა გამოწვევებზე

„მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე“, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა  „დიდგორობის“ დღესასწაულზე დამსწრე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა დღევანდელი დღე მთელს საქართველოს მივულოცო. საქართველოსთვის დიდგორობა ყოველთვის იყო და რჩება გამარჯვების დღედ. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა კაცმა გამოავლინა თავისი სიმამაცე, შეიკრა ერთ მუშტად და გაიმარჯვა მასზე უზომოდ  დიდ ძალაზე. მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე - შეიძლება ეს არ იყოს ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის არის გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერის გაერთიანება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი „დიდგორობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ტრადიციულად, დიდგორის მემორიალთან, სახალხო ზეიმის ფარგლებში კონცერტი, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში  და სხვა ღონისძიებები გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics