21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 10:57:15, 1480 ნახვა

სამართალი
"ეროვნული ფორუმის" წევრის თამარ ციხისელის სახლი გატეხეს - პარტიაში პოლიტიკურ საფუძველს არ გამორიცხავენ

"ეროვნული ფორუმის" წევრის, მე-17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რა არის წაღებული, ან რას ეძებდნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება:

"დაახლოებით შვიდის 15 წუთზე დაბრუნდა ქალბატონი თამარი სახლში. კარი დახვდა გახსნილი. ყველაფერი ეყარა იატაკზე. რა არის წაღებული, რას ეძებდნენ, რასთან გვქონდა საქმე, არვიცით. მთელი ღამე იმუშავეს გამომძიებლებმა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა. დანარჩენი  დეტალები უცნობია",-განაცხადა ანი მიროტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ორი დღის წინ, პარტიის ოფისის კარიც გატეხეს, თუმცა არაფერი წაუღიათ. მიროტაძის განმარტებით, წაშლილი დახვდათ ყველა ინფორმაცია კომპიუტერებიდან, დოკუმენტები იატაკზე ეყარა და მონიტორები ჩამოხსნილი იყო.

ანი მიროტაძე  აღნიშნულ  შემთხვევებს შორის კავშირს არ გამორიცხავს. მიროტაძე ასევე ეჭვობს, რომ მომხდარი, შესაძლოა, პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდეს:

 "თამარ ციხისელი ამავდროუალდ არის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი მე-17  საარჩევნო ოლქში.არვიცი, უკავშირდება თუ არა ეს მის პოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ უკვე ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება უკავშირდებოდეს და ამ ორივე ფაქტს შორის იყოს კავშირი და შესაძლოა, ამას ჰქონდეს პოლიტიკური საფუძველი",-აღნიშნა ანი მიროტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics