01:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 12:44:59, 743 ნახვა

საზოგადოება
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"   მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“  მე-13 შეხვედრა გაიმართა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“  სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში 2015 წელს შესრულებული სამუშაოები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.

„სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფი“ 2011 წელს   ჩამოყალიბდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო  კოორდინაციას უწევს ჯგუფის მუშაობაში  ჩართული ყველა მხარის საქმიანობას რეინტეგრაციის მდგრადი და ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics