23:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 15:29:57, 783 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ჩვენი ვალია, ყველა ის გმირი დავაფასოთ, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა

„ჩვენი ვალია  ყველა ის გმირი დავაფასოთ, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ინაშვილმა 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„დღეს 8 აგვისტოა და  პირველ რიგში  მინდა  მივუსამძიმრო ჩვენი გმირების ოჯახებს. მათ დარჩათ  შვილები და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ამ ხალხზე. ჩვენი ვალია  დავაფასოთ ყველა ის გმირი, რომელიც  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა.  ამასთანავე,  ჩვენი ვალია დავიცვათ    ქართული მიწები და ამ  ქართული მიწის არცერთი გოჯი არ ჩავაბაროთ და არ ვაჩუქოთ მტერს, რაც გააკეთა სააკაშვილმა“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics