02:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 12:41:25, 1265 ნახვა

ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 726 განაცხადია წარდგენილი

სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 726 განაცხადია წარდგენილი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 580 განაცხადი ინოვაციების, ხოლო 146 მაღალტექნოლოგიურ კომპონენტშია შესული.

საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ, პირისპირ წარდგნენ ექსპერტების წინაშე და თავიანთი ტექნოლოგიური ბიზნესიდეა გააცნონ.

განაცხადები შესულია შემდეგი დარგებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, ბიო ტექნოლოგიები, და ელექტრონული სწავლება. გამარჯვებული პროექტების სია სექტემბერში გამოცხადდება. რაც შეეხება დაფინანსებას, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics