22:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 23:34:08, 750 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი პაპუაშვილი 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოკითხვა დასრულებულია. გიორგი პაპუაშვილი გამომძიებლების კითხვებს 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამომძიებელმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა.

გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"პასუხების შინაარსს ვერ გეტყვით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. გამოკითხვა შეეხებოდა იმ განცხადებას, რომელიც ბატონმა გიორგიმ 21 ივლისს გააკეთა. მისი გამოკითხვა პირველად განხორციელდა ამ საკითხზე, უკვე გამოკითხულია ყველა მოსამართლე. დეტალებს საზოგადოება გაიგებს ოფიციალური განცხადების შემდეგ", - განაცხადა პროკურორმა ბექა კვიციანმა. 

განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, გამოძიება კი განცხადების გაკეთებიდან მესამე დღეს დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics