23:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 11:11:12, 716 ნახვა

საზოგადოება
ქართული ენის შესასწავლად საქართველოს ფერეიდნელი ქართველების ჯგუფი სტუმრობდა

ვარდების ბაღში, ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შესასწავლად საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელი ქართველების გაცილების საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა პროექტის ფარგლებში შესწავლილი ხალხური სიმღერები შეასრულეს. დასკვნით ღონისძიებაზე თიბისი ბანკმა მათ  #წერექართულად პროექტის ფარგლებში შექმნილი სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ფერეიდნელი ქართველების 12 კაციანი ჯგუფი საქართველოს პროექტის, „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის" ფარგლებში  სტუმროდა. ორი თვის განმავლობაში ისინი ქართულ დამწერლობასა და ხალხურ სიმღერებს ეუფლებოდნენ. სამშობლოში ვიზიტისას ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ისტორიული ადგილები მოინახულეს.

პროექტის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" წევრი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა. მაშინ იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.

წელს პროექტი საპილოტეა და ის  „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საზოგადოებისა" და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" და მხარდაჭერით განხორციელდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტი გაგრძელდება და მომავალ წელს საქართველოს უფრო მეტი ფერეიდნელი ქართველი ესტუმრება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics