|
2016-08-03 20:26:28, 690 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ მინისტრს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ მინისტრს, განათლების მინისტრ მოჰამად სნეიბათს შეხვდა, რომელიც საქართველოს ვიზიტით იუნესკოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და აღნიშნა, რომ იორდანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა იორდანიის როლს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრაზე გამოითქვა დაინტერესება ქვეყნებს შორის ბიზნეს დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების განხორცილების, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და ფინანსური მიმართულებით. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. იორდანიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)