|
2016-08-03 15:47:45, 967 ნახვა
პოლიტიკა
სოფო კილაძე: მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და არა ხელისუფლების მხრიდან
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და არა ხელისუფლების მხრიდან,-ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა. სოფო კილაძემ ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკა, რომელიც, პოლიტიკური საბჭოს წევრის შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად იყო ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე უმცირესობის მხრიდან. „კერძოდ, თუ გადავხედავთ წინა შემთხვევებს, ძალიან ბევრი შემთხვევა, 2013-2014 წლებში შეტანილი სარჩელები, დღესაც განუხილველია. ათეულობით თვე სჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელების განხილვისათვის. ძალიან ბევრი დღესაც დაუსრულებელია, ძალიან ბევრი წარმოებაშიც არ არის ჯერ კიდევ მიღებული, მაშინ, როდესაც გიგი უგულავას ორ საქმეზე სამ თვემდე ვადა დასჭირდა დაახლოებით სასამართლოს იმისათვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებში, სულ მცირე ექვსი თვე მაინც იყო საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალუირ მოძრაობის" მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ქონდა ადგილი",-აღნიშნა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)