|
2016-08-02 15:05:55, 729 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: როგორც ჩანს, ლევან იზორიას კონკრეტული საქმეების გამოძიება მოუწევს
ექსპერტის სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ლევან იზორია წინა თავდაცვის მინისტრებთან შეადარებით, უკეთესი კადრია. როგორც მაისაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იზორია უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, „ნაკლებად არის ჩეკისტური აზროვნებით გაფუჭებული“. „ლევან იზორია დროებითი ფიგურაა, რომელიც ეცდება თავდაცვის სამინისტრო არჩევნებამდე მიიყვანოს და მერე უწყება რეალურ მმართველს გადააბაროს. მე, პირადად, არ მივესალმები ჩეკისტების კადრების ალასანიას, ჯანელიძესა თუ იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას. თუმცა, ჩემი აზრით, იზორია წინა ორ მინისტრთან შედარებით უფრო კარგი კადრია. იზორია ნაკლებად არის ჩეკისტური აზროვნებით „გაფუჭებული“, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა. ახალი თავდაცვის მინისტრი კარგი იურისტია და სხვათა შორის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ანტიკორუფციულ სააგენტოს კურირებდა. როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროში იყო ისეთი საქმეები, რომლის გამოძიებაც იზორიას მოუწევს. პრემიერ-მინისტრის სიტყვებმა დამაფიქრა, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა მოხდეს არმიის დეპოლიტიზაცია, როგორც ჩანს, იზორიას ეს დავალებაც ექნება“, - განაცხადა მაისაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)