|
2016-08-02 12:09:35, 845 ნახვა
პოლიტიკა
შარაშენიძე: არ მეგონა, თუ ხიდაშელი მსგავს განცხადებებს ერთ დღეში გააკეთებდა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შარაშენიძემ განუცხადა, უცებ, რატომღაც, ხიდაშელს პრემიერის განცხადებები არ მოეწონა და მასში ბოლშევიკური ტექსტებით მოლაპარაკე ადამიანი დაინახა. „ლოგიკური შეკითხვაა - ხიდაშელი მსგავს განცხადებებს რატომ აქამდე არ აკეთებდა? უცებ არ მოეწონა მთავრობის მეთაურის ტექსტები. მე კი მეგონა, რომ თავის სტილში დაიწყებდა განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ასე ერთ დღეში თუ იზამდა ამას, არ მეგონა“, - განაცხადა შარაშენიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ „მაესტროსთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)