|
2016-08-02 11:22:12, 691 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვუპასუხოთ
ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, როდესაც დაგაბრალებენ რაღაცას და მერე უნდა გასცე პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საკითხზე მთავარ პროკურორს უკვე ესაუბრა. „მე მქონდა გუშინ საღამოს საუბარი მთავარ პროკურორთან. იგი აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებიდან არც ერთი მიმართვა ამასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. მე დავინტერესდი ამ თემით. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას პასუხები გავცეთ, ხაზს ვუსვამ -საზოგადოებას, თუმცა არა იმ ადამიანებს, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს, ძალიან ბევრი არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. ამ შემთხვევაში სამხედროებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ თუ გამოსაძიებელი იქნება, თუ იქნება საკმარისი მასალა იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, ეს ასეც მოხდება. თუმცა, მეჩვენება, რომ ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, როდესაც დაგაბრალებენ რაღაცას და მერე უნდა გასცე პასუხი. თუ იქნება გამოსაძიებელი გამოვიძიებთ, იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს და დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს იმაში, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო რაიმე ქმედება განვახორციელეთ, ეს არის ძალიან უსამართლო ბრალდებები“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)