12:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 11:51:08, 1746 ნახვა

მსოფლიო
ერევანში, შეიარაღებული პირები პოლიციას ჩაბარდნენ

ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა წევრი დაკავებულია.

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და ერევანის პოლიციის განყოფილების შენობა გაათავისუფლეს, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული. დაკავებულია „სასნა წრერ“-ის 20 წევრი.

როგორც თავად „სასნა წრერ“-ის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, იარაღი სისხლისღვრის აცილების მიზნით, ნებაყოფლობით დაყარეს.

შეგახსენებთ, შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა 17 ივლისს დაიკავა. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics