|
2016-07-29 14:58:20, 585 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების მიღება 1-ელი აგვისტოდან კოსტავას N72-ში შეეძლებათ
თბილისის მერია მუნიციპალური მომსახურეობის დროებით სხვა სივრცეში გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “თბილისის მერია გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ. სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს : თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე; სწრაფი მომსახურება; გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით); სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია; სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში; მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად; თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)