23:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 16:54:57, 1185 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას შიდა და საგარეო ინვესტიციების გააქტიურებას უკავშირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება განპირობებულია, იმით რომ შედარებით გააქტიურებულია შიდა და საგარეო ინვესტიციები.

გვენეტაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა. 

„ჩვენი წინა გათვლებით და პროგნოზით ზრდა მოსალოდნელი იყო 3 % დღეს დღეობით კი ეს პროგნოზი არის 3,5 %. ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პოზიტიური ეფექტები. გარდა ამისა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ხელი შეუწყო იმანაც, რომ დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ. ამავე დროს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის გადაცემას ფინანსურ ბაზრებზე და ამ დაკვირვების დროს მიღებულ ინფორმაციას ვითვალისწინებთ გადაწყვეტილებაში. სწორედ ეს იყო ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics