|
2016-07-27 14:36:24, 692 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ მოხსენება წარადგინა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა-დისკუსია ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ. შეხვედრაზე მოხსენება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. ლევან გორგილაძემ ასევე ისაუბრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, გაწეული სერვისების რაოდენობა შეადგენს - 28 838. გახარჯული თანხა კი - 4,077,516 ლარს. აქედან: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 3 492 ბენეფიციარი, - 3,227,126 ლარი; სოციალური დაცვის პროგრამებით - 1 551 ბენეფიციარი, - 691,831 ლარი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით - 23 645 ბენეფიციარი, - 158,559 ლარი; დასაქმების სააგენტოს პროგრამებით - 150 ბენედიციარი, (ანგარიშსწორება დაგეგმილია III კვარტალში). საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირდა - 1982 სამუშაოს მაძიებელი. სააგენტოს შუამდგომლობით დასაქმდა - 887 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის: გრძელვადიან სამუშაოზე - 525 დროებით სამუშაოზე - 164 ერთჯერად სამუშაოზე - 198 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლისპროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს. შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეები: ხელვაჩაურის „ქალთა ოთახების“ კოორდინატორები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები. შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია.
(NS)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)