21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 13:57:56, 1121 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოწვევით, რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრები დღეს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეხვდნენ.

სახელმწიფო ვალის საკითხებში ექსპერტების დელეგაციას რუმინეთის ხაზინის და სახელმწიფო ვალის დირექტორატის გენერალური დირექტორი შტეფან ნანუ ხელმძღვანელობს.

ფინანსთა მინისტრმა რუმინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციებს გაუწევენ სახელმწიფო ვალის და ლიკვიდობის მართვის საკითხებში.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics