|
2016-07-26 10:23:46, 605 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში
რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში და არც საერთაშორისო თანამეგობრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკას გაუსვა ხაზი და მას საერთაშორისო ურთიერთობების და ფასეულობების დაცინვა უწოდა. "უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და ის შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს არ იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში და ის იმიტაცია საერთაშორისო ურთიერთობებისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე.წ . აფხაზეთის და ე.წ. ოსეთის სახელმწიფოებთან, რაღაცა ტიპის დიპლომატიური შეთანხმებით, არის მხოლოდ დაცინვა საერთაშორისო ურთიერთობებზე და საერთაშორისო სამართალზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტმა ელჩებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად ეწევიან და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებებში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს უკვე თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების შეთანხმება და ბუნებრივად ამ შეთანხმებების გაგრძელებად, ჩვენ ველით თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც ვიცით, რომ გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)