|
2016-07-25 15:23:47, 989 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია პრეზიდენტის განცხადებაზე: ეს ქმედებები ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია, ზეწოლის ფაქტების შესახებ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქმედებები ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება. „საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათზე, მათი ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი არაფერს არ წყვეტს და ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ივანიშვილს, რომელიც პირადად ამ უკანონო ქმედებებს. ეს არის კატასტროფული ვითარება, ქვეყანაზე ზრუნვის მაგივრად ეს ხალხი საკუთარი ძალაუფლების შენახვისთვის ყველაფერზე მიდის. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებას წერტილი უნდა დავუსვათ“, - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. მისი თქმით, ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტის ოჯახის წევრზეც იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)