|
2016-07-25 14:51:10, 937 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პრეზიდენტის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ იყო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება. როგორც „ექსპრერნიუსს“ კობახიძემ განუცხადა, მისთვის გაუგებარია თუ რა ზეწოლაზე და ფაქტებზე საუბროს პრეზიდენტი. „პრეზიდენტის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე არ მგონია, რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, არათუ პრეზიდენტი, ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს. ეს არ იყო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება. ძალიან არასერიოზული იყო მისი განცხადებები და საკითხებისადმი მიდგომა მისი გაუგებარი ღიმილით. ნამდვილად არ ვიცი პრეზიდენტის მხრიდან რას ემსახურება აი ეს ქარიშხლის ატეხვა. მარგველაშვილი ცდილობს რაღაცა როლი მოირგოს. ხელისუფლების მიმართულებით გამუდმებით ბრალდებებს ისვრის და ამის უკან ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ვხედავთ. რ ზეწოლაზე საუბრობს, რა ფაქტებზე საუბრობს, - ეს სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. მისი თქმით, ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტის ოჯახის წევრზეც იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)