|
2016-07-20 20:20:12, 883 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილმა საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე წარადგინა
ჩვენ გვტკივა თქვენი ტკივილი და გვიხარია თქვენი სიხარული, ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას" ,-ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჩხერის მოსახლეობას. პარტიის თავმჯდომარემ საჩხერის რაიონულ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე, წარუდგინა. "ეს არის მებრძოლი ადამიანი, მას ყველას გულისტკივილი გულთან მიაქვს და იბრძვის ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პაატა კვიჟინაძემ წარმოადგინოს საჩხერე პარლამენტში",-აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საჩხერის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. "მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ. ჩვენ 8 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ „ქართული ოცნების" გამარჯვებას, რაც ნიშნავს, სრულიად საქართველოს გამარჯვებას",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ვიცე -სპიკერმა,საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ. "ქართული ოცნების" შექმნას სწორედ საჩხერეში ჩაეყარა საფუძველი, ყველა დიდი საქმე საჩხერიდან იწყება. 2012 წელს ერთ მუშტად დავდექით და გავიმარჯვეთ, დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ტონის მომცემი გახდება საჩხერე",-განაცხადა მანანა კობახიძემ. პაატა კვიჟინაძემ გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ამ ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ მთავარს, თავისუფლებას, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და განვაგრძობთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის",-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)