13:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 23:21:47, 681 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი „რესპუბლიკელებზე“ - კარი როდის გაიჯახუნეს, არ ვიცი

"კარი როდის გაიჯახუნეს, არ ვიცი," - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კოალიცია ქართული ოცნებიდან რესპუბლიკური პარტიის გასვლას. მეტიც, მარგველაშვილი ამბობს, რომ კოალიცია ერთად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას თუ ცალცალკე, ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. 

რუსთავი2-თან ინტერვიუს დროს გიორგი მარგველაშვილმა კონკრატულად არ შეაფასა არც პარლამენტის თავმჯდომარისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის, განცხადებები და არც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე კომენტირება ისურვა. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ ქართულ ოცნებასთან მისი ურთიერთობა "ერთ რეჟიმში მიმდინარეობს" და აღნიშნავს, რომ "პოლიტიკაში მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი პიროვნული ელემენტი შემოვიდა". 

"არ ვაპირებ, ცალკე უსუფაშვილის და კვირიკაშვილის განხილვას. მე მგონია, რომ კოალიციურად არჩევნებამდე მისვლა პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, ისეც და ასეც შეიძლება ყოფილიყო. ეს თემა ჩემთვის აქტუალური არ არის. ვერ დავადგინეთ, როდის გავიდნენ. კარი როდის გააჯახუნეს, არ ვიცი. ჩემთვის მისაღებია რესპუბლიკელების გასვლაც, თავისუფალი დემოკრატების გასვლაც, ან კოალიციის შენარჩუნებაც. ოცნებასთან ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ ერთ რეჟიმში მიმდინარეობს. მე ვცდილობდი, თანამშრომლობა გვქონოდა პრინციპების მიმართ და ინსიტუტები გაძლიერებულიყო. ეს კი რეალურად, თქვენც კარგად იცით, ვერ მოხდა. ბევრი პიროვნული ელემენტი შემოვიდა პოლიტიკაში. 2014, 2015, 1016 წლებში ეს სულ იყო," - აცხადებს მარგველაშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics