16:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 18:14:25, 708 ნახვა

საზოგადოება
არხილოსკალოში რიგით 35-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

ხვალ, 20 ივლისს, 14:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. საქართველოში ის რიგით 35-ე ცენტრი იქნება.

არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურება არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ 2000-მდე მომხმარებელს, არამედ მიმდებარე სოფლების − ზემო და ქვემო ქედის,  საბათლოს, ფიროსმანისა და სამთაწყაროს − მცხოვრებთაც.  აღსანიშნავია, რომ სოფელი საკმაოდ მოშორებულია რაიონულ ცენტრს და დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად დედოფლისწყაროს  ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და 35 კილომეტრის გავლა უხდებოდათ.

სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics