19:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 15:20:13, 970 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების მინისტრთან ერთად თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, გიორგი თავამაიშვილან ერთად, სამინისიტროს საკონფერენციო დარბაზში თანამშრომლებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი თავამაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას და მთავრობის ხელმძღვანელს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ 2012 წლიდან დღემდე განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის,კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მიმართულებით.

მათივე ცნობით, მინისტრის გამოსვლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის თითეულ მათგანს და  დასძინა, რომ სამინისტროს მიერ 2012 წლიდან განხორციელებული პროექტები რეგიონის განვითარებისკენ იყო მიმართული, რამაც რეგიონის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე გაზარდა და ხელი შეუწყო ტურისტების რაოდენობის ზრდას.

 „ჩემი ყაზახეთში ელჩად ყოფნის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი მინახავს რეგიონის ცნობადობის ამაღლების კუთხით განხორციელებული. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ერთად და დაუღალავად უნდა ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებისთვის, რადგან გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ აჭარა იყოს წარმატებული რეგიონი ყველა სტრატეგიული მიმართულებით. მჯერა თქვენი შემართების და პროფესიონალიზმის, რაზე დაყრდნობითაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობა გამართულად იმუშავებს და ყველა გამოწვევის მოგვარებას მიუდგება კონცეპტუალური ხედვით"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics