|
2016-07-18 12:36:53, 649 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი დასაქმების კუთხით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს. პირველმა ვიცე-პრემიერმა დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა. კონფერენციაზე ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მინისტრმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ ეტაპზე, როდესაც დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს; გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო - 2020. საყურადღებოა, რომ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა, დასაქმების ზრდა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი (კვალიფიციური, პროფესიონალი) კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების განვითარება, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევა და მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა ჩვენი მთავრობის მთავარ გამოწვევას და უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შრომის ბაზრის მოთხოვნა, ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, დინამიურობით და ცვალებადობით ხასიათდება. შესაბამისად, საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების სისტემის არსებობა“- განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ პრემიერის მიერ ინცირებულ მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ განათლების რეფორმაა, ისეთ რეფორმებთან ერთად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი რეფორმები და მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა. მისივე განცხადებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი ინკლუზიური განვითარების წინაპირობაა. ,,საკითხებს, რომელთა განხილვა დღეს ამ კონფერენციის ფარგლებშია დაგეგმილი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რამდენადაც ეს საკითხები ეხება საჯარო-კერძო პარტნიორობას, პროფესიული განათლების სისტემაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას, სამუშაოზე-დაფუძნებული სწავლების მოდელებს, დასაქმებულთა უნარ-ჩვევების განვითარებას, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევას ახალი გამოწვევების შესაბამისად“, - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.
(NS)
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)