|
2016-07-18 10:45:32, 729 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის - „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემონანდუმი ითვალისწინებს უწყებასა და GIZ-ის თანამშრომლობას - შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის და დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. კერძოდ, მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა, შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავება, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა, (კანონის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს) მემორანდუმი სამი წლის ვადით გაფორმდება და ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი მარი შეფერი და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)