10:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 17:48:58, 599 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი გიუნტერ ფერჰოიგენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ევროკომისიის წევრს, გიუნტერ ფერჰოიგენს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ეკომომიკური განვითარების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე არსებული ვითარება იყო.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიუნტერ ფერჰოიგენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი გააცნო და  მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე ესაუბრა.

საუბარი შეეხო საქართველო ევროინტეგრაციის საკითხებს და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. გიუნტერ ფერჰოიგენის შეფასებით, საქართველომ ამ მიმართულებით განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები და შექმნილია ყველა პირობები ევროპის მხრიდან საპასუხო ნაბიჯის გადასადგმელად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში შეძლებენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას.

მხარეებმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გიუნტერ ფერჰოიგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics