|
2016-07-14 16:50:15, 1256 ნახვა
ეკონომიკა
სომხეთი, ირანი, საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ
სომხეთი, ირანი, საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას news.am ავრცელებს. როგორც მედია საშუალება სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დავით მელკონიანზე დაყრდნობით წერს, სატრანსპორტო კორიდორი ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას დააკავშირებს. მელკონიანის ინფორმაციით, ირანის, საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები აღნიშნული პროექტის დეტალებს 14-15 ივლისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში განიხილავენ. მისივე თქმით, ეს შეხვედრა პირველი არ იქნება. პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა. გარდა ამისა, გამოცემა Huffington Post-ი ინფორმაციით, ირანს სურს გახდეს სავაჭრო ჰაბი ევროპასა და ცენტრალური აზიისთვის. მას 4 ქვეყნის დაკავშირება სწორედ ამ მიზნით სურს. სააგენტო Balkan Insight-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ირანში ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის პრეზიდენტი ბოიკო ბორისოვი იმყოფებოდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ბულგარეთი მზად არის, აღნიშნულ პროექტს შეურთდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)