09:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 12:03:23, 535 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  ბათუმის მე-13-ე საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესი,  ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის სიტყვით გამოსვლა სესიაში "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), საკანონმდებლო რეფორმები და ეკონომიკური გავლენა".

ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics