21:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 16:28:23, 632 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: სიცრუეა, რომ პატრიარქმა გიული ალასანია დაიბარა

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,“ უარყოფს.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ გიული ალასანია საპატრიარქოში  იანვრის პირველ რიცხვებში მართლაც მივიდა, ოღონდ იმ მიზნით, რომ პატრიარქისთვის დაბადების დღე მიელოცა.
"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,“ რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეის-ბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების ,,სიმართლე,“ მისი კი, - არა",-ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics