20:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 14:54:23, 1102 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney Magazine თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო  ბანკად დაასახელა საქართველოში.

განვლილი 6 წლის მანძილზე, „თიბისი ბანკმა“ უკვე მეხუთედ მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტული. Euromoney Magazine - ის ამ ნომინაციაში ბანკმა 2011, 2012, 2014 და 2015 წლებშიც გაიმარჯვა.

ჟურნალის სარედაქციო გუნდის განცახდებით, თიბისი ბანკმა  ჯილდო  გამორჩეული მომგებიანობისა და დაბალანსებული ზრდის სტრატეგიის შედეგად  მიიღო.  ჟურნალმა ბანკის მიღწევებს შორის სესხების შთამბეჭდავი ზრდა, ეფექტიანობის გაუმჯობესება და საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაციაში წინ გადადგმული ნაბიჯები გამოყო , რაც რედაქციის განმარტებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე.

„გვეამაყება, რომ „საქართველოს საუკეთესო ბანკის" ჯილდო უკვე მეხუთედ მივიღეთ 2011 წლის შემდეგ. ეს ჯილდო  მთელი გუნდის თავდადებული შრომის აღიარებაა.  ამ შრომის შედეგად ყოველწლიურად ძლიერდება ჩვენი ფინანსური მაჩვენებლები და ბაზარზეც წამყვანი პოზიციები გვიჭირავს“, -განაცხადა  თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Euromoeney Magazine-ის დაჯილდოება, რომელიც უკვე 25 წელია იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში.

დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის  ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

გამარჯვებულთა სრული სია  Euromoney Magazine -ის 2016 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდება, ონლაინ ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება გამოცემის ვებ-გვერდზე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics