|
2016-07-08 19:18:05, 572 ნახვა
პოლიტიკა
აპატურაი: საქართველო ვარშავის სამიტიდან უნდა ელოდოს იმას, რაც სურს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგოს
საქართველო ვარშავის სამიტიდან უნდა ელოდოს იმას, რაც სურს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგოს, - ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ვარშავის სამიტისგან. აპატურაის თქმით, ნატო-ს სამიტის შემაჯამებელ განცხადებას ელოდება. „ჩვენ ველოდებით ვარშავის ნატო-ს სამიტის შემაჯამებელ განცხადებას. ლიდერების დასკვნით კომუნიკეს. ასევე დიდი ინტერესით ველოდებით საერთო განცხადებას, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მალე საჯარო გახდება. რას უნდა ელოდოს საქართველო? ამ წუთებშიც კომუნიკეზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯერ პროექტის დონეზეა, ამიტომ ზუსტად ჯერ არ შეგვიძლია დეტალურად საუბარი. რაც შეეხება განცხადებას, რომელზეც მე მქონდა დიდი პატივი, რომ მემუშავა და მეწარმოებინა მოლაპარკება, მათ შორის, თქვენს ელჩთან - არის დასრულებული, შეთანხმებული”, - განაცხადა აპატურაიმ. მისი თქმით, საქართველო ვარშავის სამიტიდან უნდა ელოდოს იმას, რაც სურს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგოს, ეს არის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. „ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები რა თქმა უნდა, არის განცხადებაში. რაზეც ჩვენ ვაწარმოებდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებას. გვენახა და მოგვეძებნა გზები, თუ როგორ გაგვეძლიერებინა ურთიერთობა, არსებითი პაკეტი და ვართ იმპლემენტაციის პროცესში”, - აღნიშნა აპატურაიმ. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ახალ განცხადებაში ნახავენ რამდენიმე სიახლეს. “მაგალითად, ნატო ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და ფოკუსირებას შავ ზღვაზე. პროცესი ფართოვდება იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, ამ პირობებში ნატო-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების დაპატიჟება, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება. განცხადება დაადასტურებს, რომ დიალოგი იქნება რეგულარული. მსგავსი დიალოგი გვაქვს ბალტიისზღვის ქვეყნებთან და მეგობრებთან შვედეთთან და ფინეთთანაც. მათთან განვიხილავთ ბალტიის ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, ანუ ყველა საკითხზე, რომელიც ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას ეხება, ვსაუბრობთ იმ დიალოგის ფარგლებში. ჩვენი იდეაა, რომ მსგავსი რამ გადმოვიტანოთ შავი ზღვის ქვეყნებთან. შეიძლება, ზუსტად ანალოგიური არა, მაგრამ მაინც. იდეა იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბარი. ამ პროცესში უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი და რეგულარული. მე არ მიყვარს სიტყვა ფორმატი. ჩვენ არ ვთვლით სტრუქტურას. ეს არ იქნება ყველგან. ნატო-ს პოლიტიკურ კომიტეტში, სამხედრო კომიტეტში, თავდაცვის დაგეგმარების კომიტეტში. ყველა შემთხვევაში გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოც და უკრაინაც ჩართულები არიან”, - აღნიშნა აპატურაიმ. როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ნატო ფოკუსს ზრდის შესაძლებლობებში არსებულ მაქსიმალურ დონეზე. „ეს მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, სტრატეგიულ შეფასებას. ასევე, რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ და ყველანი ერთად უნდა ვისხდეთ მაგიდასთან რეგულარული დიალოგისთვის”,- განაცხადად აპატურაიმ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)