|
2015-01-09 11:43:20, 2470 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილეებმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და თეიმურაზ მღებრიშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კვინიხიძე და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლევან ჩოგოვაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში მივიდნენ. შსს-ს ცნობით, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს და ღრმა მწუხარება გამოხატეს პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს მოქალაქეებისა და პოლიციელების ტრაგიკული დაღუპვის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)