|
2016-07-08 09:31:44, 662 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიხსნება
დღეს და ხვალ ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, ამ დროისთვის ბოლო 2014 წელს უელსში. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს. ამასთან, ეს იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი იქნება. ღონისძიებაზე ალიანსის წევრები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში როტაციის პრინციპით ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, ნატო კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად ნაბიჯებს გადადგამს. ნატო-ს წევრები ერაყში საწვრთნელი მისიის გაძლიერებასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნატო-ს როლის გაფართოებაზე შეთანხმდებიან. მოანაწილეები ასევე “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშირისო კოალიციის AWACS-ის ტიპის ვერტმფრენებით დახმარების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ნატო გააგრძელებს ავღანეთის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)