08:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 09:50:33, 714 ნახვა

საზოგადოება
მაღალმთიან რაიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების ხელშეწყობა მოხდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფიზიკურ პირთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამას განიხილავენ.

საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე,სადაც ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების პროცესის ხელშეწყობა მოხდება:

„მთელ რიგ მაღალმთიან რაიონებს, ის მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებია და ჩვენ ვფიქრობთ, ეს გარკვეული უსამართლობა გამოსასწორებელია, ამიტომ, საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე, ამ რაიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რაიონებში მაცხოვრებელთათვის, ვინაიდან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში, მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება, რაც სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის და რეგიონების მაცხოვრებელთათვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics