17:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 16:30:36, 1090 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მაგალითზე ასტანაში, საბაჟო გაფორმების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს მაგალითისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, საბაჟო გაფორმების ცენტრი გაიხსნა.

როგორც აზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გოსმან ამრინმა აღნიშნა, ამოქმედებული პროგრამა, საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონების საქართველოს მაგალითზე შექმნას ისახავს მიზნად. 

პროგრამა „ასტანა 1“ ,საქართველოს საბაჟო სისტემაში მოქმედი საბაჟო დეკლარირების პროგრამის თითქმის ანალოგიური იქნება. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ, ღონისძიების მონაწილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სახელით, სიტყვით მიმართა და პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთი, საქართველოს მაგალითის მიხედვით, საბაჟო მიმართულებით იწყებს გამჭვირვალე, მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემით ოპერირებას.

ლაშქარაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სისტემა ყაზახეთშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საქართველოში.

ასტანის შემდეგ საბაჟო გაფრმების ცენტრები ეტაპობრივად ალმა-ატაში, შიმკენტში, პავლოდარში, აქტაუსა და ყარაგანდაში გაიხსნება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics