|
2016-07-05 23:37:44, 677 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: გიორგი ვაშაძესთან გვაქვს კონსულტაციები, რაც შესაძლოა, წინასაარჩევნო ბლოკის შექმნაშიც გადაიზარდოს
"გიორგი ვაშაძესთან გვაქვს კონსულტაციები, რაც შესაძლოა, წინასაარჩევნო ბლოკის შექმნაშიც გადაიზარდოს" - ამის შესახებ ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა. “შეთანხმების შესახებ საჯარო განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რას როგორ ვაკეთებთ”, - აღნიშნა ჯაფარიძემ. მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ახალგაზრდობა არჩევნებზე მაინცდამაინც აქტიური არ არის და უფრო ასაკოვანი მოქალაქეები აქტიურობენ, პოლიტიკური პარტიები ტრადიციულ პოპულიზმში გადაეშვნენ, რითაც წლების განმავლობაში იყვნენ დაკავებული. “მათი ძირითადი გზავნილები ასაკოვანი ადამიანებისკენაა მიმართული. ის, რომ მათ მიერ ძირითადი აქცენტი პენსიებზე კეთდება, სწორედ აღვირახსნილი პოპულიზმია. პენსია შესაძლოა, 1000 ლარამდეც გაიზარდოს, მაგრამ რიცხვებში გაზრდას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გაზრდილი პენსიით პენსიონერი რის ყიდვას შეძლებს”, - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა. როგორც მან აღნიშნა, პარტიები მოსახლეობას რეალურ პრობლემას არ უხსნიან და არ ეუბნებიან, როგორ აპირებენ ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა. “ჩვენ პოპულისტური განცხადებებით და პრიმიტიული დაპირებებით არ გამოვდივართ. ჩვენ ვიცით კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირება. გვსურს, საქართველომ ის გზა გაიაროს, რაც ირლანდიამ, ჰონკონგმა ან ტაივანმა გაიარა. ქვეყნის ფეხზე სწრაფად დასაყენებლად ერთი კონკრეტული რეცეპტი არსებობს და არა -17 გზა”, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, დღეს, სოციალური დახმარების სისტემაში ფული ისე იხარჯება, რომ ფულის უდიდესი ნაწილი შეძლებულ და მდიდარ ოჯახებში მიდის. “ეს ნონსენსია, რადგან ასეთი ოჯახები გადასახადებს იხდიან და სახელმწიფო მათ რაღაცებს ფულის სახით უკან უბრუნებს. ჩვენ ვამბობთ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს. შეძლებულ და მდიდარ ოჯახებს შემოსავალი ისედაც გაეზრდებათ, რადგან ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან. სამაგიეროდ, სახელმწიფო მათ არაფრით აღარ დაეხმარება. ისინი თავს თავად მიხედავენ, რისთვისაც საკმარისი შემოსავალი აქვთ. სახელმწიფომ ფული რაღაც კრიტერიუმების მიხედვით კი არ უნდა ანაწილოს, რომ ვიღაცას დამსახურება აქვს, ვიღაცას ეს აქვს, ვიღაცას-ის, არამედ უნდა დაეხმაროს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელსაც ძალიან უჭირს”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)