08:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 23:10:08, 745 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ამიერიდან ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დანაშაულებრივი ქმედებაა და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონპროექტი მომზადდა სიფას სისხლის სამართლის ჯგუფის მიერ ფონდ ,, ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით შემუშავებულ  “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავება” პროექტის ფარგლებში.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე და 365-ე  მუხლების თანახმად დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა დანაშაულად ჩაითვლება და  გამომძიებლისა და პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევის ანალოგიურად დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. ასევე, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით ადვოკატის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics