02:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 16:30:11, 738 ნახვა

პოლიტიკა
”თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ირაკლი ალასანია - თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს, Rooms Hotel Tbilis-ში, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

კანდიდატები საზოგადოებას პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.

თბილისში ”თავისუფალი დემოკარტების” კანდიდატები იქნებიან:

N1 მთაწმინდის  მაჟორიტარული ოლქი- კოკა ფრუიძე;

N2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი-ვიქტორ დოლიძე;

N3 ვაკის მაჟორიტარული ოლქი-გიორგი ნუცუბიძე;

N4 საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი- ალექსი პეტრიაშვილი;

N5 საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი-დავით ონოფრიშვილი;

N6  საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი-შალვა შავგულიძე;

N7 კრწანისის მაჟორიტარული ოლქი-დიმიტრი კორთხონჯია;

N8 ისნის მაჟორიტარული ოლქი- თენგიზ ხეჩიკაშვილი;

N10 ისნის მაჟორიტარული ოლქი-გიორგი გოგილაშვილი;

N11 სამგორის მაჟორიტარული ოლქი-ნონა თოდუა;

N12 სამგორის მაჟორიტარული ოლქი-ბესო ბერიძე;

N14 ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი-დავით ამაშუკელი;

N15 დიდუბის მაჟორიტარული ოლქი-ზურაბ აბაშიძე;

N16 დიდუბის მაჟორიტარული ოლქი-ლევან სამუშია;

N17 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ლევან მელიქია;

N18 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ზეზვა ნაცვლიშვილი;

N19 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-რამაზ გრიგალაშვილი;

N21 გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ამირან გიგუაშვილი;

N22 გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ვახტანგ მაჭავარიანი.

დღესვე, პარტიის საარჩევნო გზავნილის და ახალი ლოგოტიპის პრეზენტაცია გაიმართა. “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” მთავარი გზავნილია: “უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება!”

რაც შეეხება პარტიის ახალ სიმბოლიკას, პარტიის წარმომადგენლებმა  ახალი ლოგო ძველი ფერებით წარმოადგინეს. ლოგოზე გამოსახულია გრიფონი, რომელიც სიბრძნის, გამჭრიახობის, ძლევამოსილების, ძალაუფლების და თავდაჯერებულობის სიმბოლოა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics