01:40 - 28 Jun, 2026
|
2015-01-09 11:05:06, 2636 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შექმნილა
კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გუშინ ღამიდან ინტენსიურად თოვდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონში, იწმინდებოდა გზები და იყრებოდა ტექნიკური მარილი. კახეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შექმნილა. ისევ თოვს, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები აჭარაშიც, კერძოდ ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე, სადაც თოვის გამო 30–ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)