21:50 - 08 Jul, 2026
|
2016-06-30 14:25:41, 502 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო უარყოფს ინფორმაციას, რომ კენჭს თბილისის ერთ-ერთ უბანში იყრის
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს, რომ შესაძლოა, თბილისის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მას პირადი ინტერესები არ გააჩნია და მაჟორიტარად წარდგენაზე კონსულტაციები არ ჰქონია. „2012 წელს ვალდებულება ავიღე ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში. ვაკეთებ შეთანხმებით განსაზღვრულ სამუშაოს. პირადად არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გამაჩნია, შესაბამისად გიდასტურებთ, რომ დღევანდლამდე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა ჩემთან რომელიმე რაიონში მაჟორიტარად წარდგენაზე“, - განაცხადა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)