|
2016-06-30 13:36:01, 654 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე ერთად აღებული დანარჩენი პარტიები
„შედეგები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შიდაპარტიული კვლევების შეფასებისას განაცხადა. კობახიძის განმარტებით, კვლევები შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც პარტიამ მისი გასაჯაროვება გადაწყვიტა. „ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არ ვაქვეყნებდით შიდა კვლევის შედეგებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, მოთხოვნა იყო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გამოგვექვეყნებინა ჩვენი შიდა კვლევის შედეგები. ჩვენ სრულად ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ატარებს ამ კვლევას. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ჩვენ მათთან და იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ცნობილი სოციოლოგიური ორგანიზაცია არ დებდა სანდო კვლევის შედეგებს, ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა ჩვენი ორგანიზაცია არჩევნების შედეგის პროგნოზირების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სწორედ ნდობა ჩვენს სოციოლოგიურ კვლევით ორგანიზაციასთან",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კაბახიძის შეფასებით, კვლევის შედეგები რეალურია და სრულად ასახავს სინამდვილეს. „ ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას",-დასძინა ირაკლი კობახიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)